вторник, 20 октября 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
                      ნანა      ბაქრაძე
რაიონი
           ამბროლაური
სკოლა
        ბუგეულის საჯარო  სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
                                                                  ენდემური  ჩიყვი
თემის შინაარსი
მოსწავლეები სწავლობენ ენდემური ჩიყვის გამომწვევ მიზეზს. აღწერენ მის კლინიკურ ნიშნებს, განსაზღვრავენ დაავადების კერებს საქართველოში.იკვლევენ გარშემო მყოფ ადამიანებს,ატარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევებს საკვებ პრდდუქტებში იოდის შემცველობის დასადგენად,დაავადების აღმოსაფხვრელად საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ბუკლეტების გამოყენებით ავრცელებენ ინფორმაციას პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.აკეთებენ პრეზენტაციას.

საგანი
                                                                      ბიოლოგია
დონე/კლასი  
საბაზო             VIII კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
                              ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი
სისტემების მნიშვნელობა.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
პრიორიტეტულია:
· კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
· სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
· ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
· კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
· პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
    • ზოგადი კითხვა
  • რას ვამატებთ საკვებ პროდუქტებს სუფრის მარილის ნაცვლად? რას შეიცავს იოდიზირებული მარილი?
    • თემატური კითხვები
  • რომელი ჰორმონის შემადგენლობაში შედის იოდი? რა წარმოადგენს ამ ჰორმონის სამიზნე ორგანოებს?
  • რომელ დაავადებებს იწვევს იოდის დეფიციტი?
  • რომელი რაიონები ითვლება ჩიყვის ენდემურ კერად?
    • შინაარსობრივი კითხვები
  • როგორ ავიცილოთ თავიდან ენდემური ჩიყვი?






შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




მოსწავლეთა წინარე  ცოდნის
დადგენა.
21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასება.
დისკუსია.
ელექტრონულ ფორმატში შეკითხვების გგზავნა და პასუხების მიღება.
კვლევის სწორი მიმართულება
ანალიზი.
თანამშრომლობა.


ჩანაწერების გაკეთება კვლევის დროს.
კონფერენცია.
განიხილება           
პროექტის გეგმა რამდენად შესრულებადია.
















შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

ვითშეფასების რუბრიკის წარმოება,რუბრიკის შექმნა,პროექტის შეფასების კრიტერიუმების ცოდნა,თანატოლთა შეფასება,დროული რეფლექსიის გაკეთება,ჩანაწერების გაკეთება.



სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
სასწავლო პროცედურები

   პროექტის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფს ელექტრონული ფოსტის საშვალებით ვაცნობებ შეკრების ადგილს  და დროს 20. 09.2015წ 10.00 სთ. ვახდენ საპროექტო თემის გაცნობას.გონებრივი იერიშით ვადგენ თუ რამდენად ინფორმირებული არიან მოსწავლეები აღნიშნული დაავადების შესახებ.
საცხოვრებელი სოფლების მიხედვით მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად;  ბუგეულელები და ჩორჯელები. ერთი
ჯგუფი ინტერნეტის საშვალებით იძიებს ინფორმაციას საქართველოში ენდემური ჩიყვის გავრცელების შესახებ,
არსებობს თუ არა საქართველოში ამ დაავადების ტრადიციული კერები და რასთანაა ეს დაკავშირებული.
      მეორე ჯგუფი სოფელში იკვლევს ჩიყვით დაავადებულ ადამიანთა რიცხვს,ესაუბრება მათ,აკეთებს ჩანაწერებს დაავადების კლინიკური ნიშნების შესახებ(საერთო სისუსტე,ადვილად დაღლა,ოფლიანობა,ნერვული დაძაბულობა, თმების ცვენა,ხმის ჩახლეჩა,გულის აჩქარება,წონის დარღვევა).
       მოსწავლეები იკვლევენ სასმელ წყალში და საკვებ პროდუქტებში იოდის შემცველობას,ამისათვის ამზადებენ სახამებლის ბუბკოს,რომელსაც აწვეთებენ საკვლევ პროდუქტს,(თუ გალურჯდა ე.იგი შეიცავს იოდს)
ერთი კვირის შემდეგ ორივე ჯგუფი იკრიბება და ერთმანეთს  აცნობს კვლევის შედეგებს.აკეთებენ პრეზენტაციას,იწვევენ სკოლაში ენდოკრინოლოგს,რომელიც ატარებს პროფილაქტიკურ გასინჯვას,აძლევს მოსწავლეებს სათანადო კონსულტაციას.ყოველივე ამის საფუძველზე ჯგუფები ქმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს,ავრცელებენ მოსახლეობაში,რომ შემცირდეს დაავადების რიცხვი და აღმოიფხვრას ენდემური ჩიყვის კერები საქართველოში.             
                                           











დიფერენცირებული სწავლება


სპეციალური საჭიროებები
დამატებითი დრო სწავლისათვის,მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები.დავალებები,ჯგუფური მუშაობა.დავალებების კალენდარი,ადაპტირებული ტეჯნოლოგია.ზეპირი გამოკითხვა.


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

გამოყენებული იქნება ილუსტრირებული ტექსტები,ორენოვანი
ლექსიკონები.


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ეძლევათ რთული დავალებები,ევალებათ სიღრმისეული კვლევა,ღია დავალებები,პრეზენტაცია.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები




Комментариев нет:

Отправить комментарий